Thursday, December 31, 2009



ახალიო წელიო!!!

დილით, მეგობარს დავპირდი, დავწერ ბლოგსთქო... სამსახურში არსებული აურზაურის გამო, რამდენიმეჯერ გავწყვიტე, მაგრამ არ შეიძლება დანაპირები არ შევასრულო. თან, მეც მომინდა რაღაც დამეწერა :):):).

ძაააალიან მიყვარს ეს დღესასწაული. პატარა ბავშვივით მიხარია ნაძვის ხის მორთვა, საახალწლო აურზაური და მჯერა. სასწაულებისაც მჯერა და იმისიც, რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს ახალ წელს. 

ნაძვის ხეს რომ ვრთავ, მეჩვენება, რომ ცოტათი ბავშვი მაინც ვარ. თან სულ ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორის სიტყვები მახსენდება, ბავშვობა სრულად მაშინ სრულდება, როცა ერთ-ერთი მშობელი მიდის ამქვეყნიდანო. და მეც მინდა, რომ ჩემი ბავშვობა სრულად ჯერ კიდევ დიდხანს არ დასრულდეს... ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია...

კიდევ, მინდა, რომ მე და ჩემს მეგობრებს ყველა ის სურვილი აგვიხდეს, თამომ ასე ”ძალით” რომ ჩამოგვათვლევინა ყველას ჩემ დაბადების დღეზე :).

მინდა, რომ ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი იღიმებოდეს და კარგი განწყობა დამებედოს. მინდა, რომ ბეეეევრი კარგი ამბავი მოვისმინო და ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდეს... 

ტრადიცია არ დავარღვიე და ახალ წელს სურვილებიც ჩავიფიქრე:).

წელს, ჯერ კიდევ წელს კი, ბევრი რამ იყო,  კარგიც და არც ძალიან კარგიც. თუმცა, ცუდს არ გავიხსენებ. აი კარგი კი... იყო ბევრი მოგზაურობა მეგობრებთან ერთად საქართველოში. იმედია, მომავალ წელს საზღვრებს გარეთ ვიმოგზაურებთ ბევრს, ბევრს:).

იყო უუუულამაზესი თუშეთი, იყო უამრავ ახალ და საინტერესო ხალხთან შეხვედრა. მოკლედ, ბევრი რამ იყო, თუმცა მაინც მინდა, რომ მომავალი წელი და ახალი ათეული გაააააააააააააცილებით უკეთესი იყოს.

დაბოლოს, მრავალ ახალ წელს, ბევრ სიურპრიზს და კარგ განწყობას!!!