კი, კი, ნამდვილად ისევ ჩვენ...
და აი ასეა უკვე 12 წელიწადია და რაც დრო გადის, მით უფრო საინტერესო და ძვირფასი ხდება ეს ყველაფერი...
თითქოს არაფერი განსაკუთრებული... არადა, მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა თითოეული ჩვენგანისთვის კვარტალში ერთხელ ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის სახლის სრული ოკუპირება.
ნუ, კეკლუცობა იქეთ იყოს და, სმა-ჭამა ასე დიდად შესარგი, ამ შეკრების მნიშვნელოვანი შემადგენელია, თუმცა, არა უმნიშვნელოვანესი...
აი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ...
საუბარი, საუბარი, საუბარი...
საუბარი ყველაზე და ყველაფერზე...
ცოტა სევდა, ბევრი სიცილ-ხითხით-ხარხარი...
გარდასულ წელთა გახსენება...
და, რა თქმა უნდა, ფიქრი და ოცნება მომავალზე...
აი ასე, ოთხნი უკვე ერთ ათეულ წელიწადზე მეტია, ამ კვარტალში ერთხელ ასეთ გრანდიოზულ შეკრებას აწყობს და უკვე წარმოუდგენია, როგორი იქნება ეს შეხვედრა დაახლოებით სამი ათეული წლის შემდეგ.
P.S. მაიმუნი კი, საყვარელი, გონიერი და მხიარული ცხოველია სევდიანი თვალებით. იმედია, ჩვენც ასეთები ვართ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ფოტო მათაც ისევე გაახალისებს, როგორც მე:):):).
4 comments:
მწვანე წითელში მე ვარ :დ
არადა უკვე ათეულ წელს ვითვლით თურმე....
ნარინჯისფერი ფონზე მე და არავინ შემეცილოს:):):):)
ოო..
ნეტა როგორები ვიქნებით მე და ჩემი თავგასიებული მეგობრები 10 წლის შემდეგ?
:)
აუ რა მაგარია მეგობრობა.
მისი ფასი არაფერია ამ ქვეყნად.
Post a Comment