Monday, January 11, 2010

არც კი ვიცი, საიდან დავიწყო...

უბრალოდ, ძალიან გავბრაზდი დილიდან...

დიდი სიამოვნებით დავტოვებდი ახლა ოფისს და ვისეირნებდი ქალაქის ძველ უბნებში. და არც იმას შევიმჩნევდი, რომ მაღალი ქუსლებით თავპირი უნდა მოვიმტვრიო:):):). 

მთავარი მაინც ის არის, რომ ამინდია კარგი და ამ სეირნობისას მაინც დარჩები მარტო, რომ იფიქრო, ბევრ რამეზე იფიქრო... და მიხვდე, რომ არ უნდა მიაქციო ბევრ რამეს ყურადღება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შენთვის ძვირფასი ადამიანები შენ გვერდით არიან, შენ თვითრეალიზაციას მეტ-ნაკლებად ახერხებ, მზე ანათებს და საერთოდაც, შეიძლება ყველაფერი გაცილებით უარესად იყოს.

და მერე რა, რომ ხან შენი არ ესმით, ხან შენ არ გესმის სხვების.

არა, უნდა მეთქვა ეს ვიღაცისთვის. მეგობრებს თავიანთი საქმე აქვთ და დილიდან მათი ხასიათის გაფუჭება არ ღირს. ამიტომ, ისევ აქ ვარჩიე დამეწერა, რომ გავბრაზდი, გული დამწყდა, ისევ Smile ჩავრთე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ესეც გადაივლის :):):):).

აი, ასე....

3 comments:

tammo said...

შემოგიტიეს მიკრობებმა???? შეუტიე შენც, ან დაიცალე შენს მეგობრებში. სხვა ვერაფერს გირჩევ:)))))

კესო said...

აუუ, ეგ რეკლამა გამახსენდა:):):)
და მე სხვას რას ვაკეთებ?! პარასკევი, პარასკევიიიი:):):)

Sophie שרה Golden said...

მომეწონა პოზიტიური დასასრული :) ესეც გაივლის, როგორც ყველაფერი სხვა.
კარგი ბლოგია, ოღონდ ჯობია თეთრზე შავით წერო, ფერადი და წვრილი შრიფტი ცოტა რთულად აღსაქმელია.