Thursday, January 14, 2010

კარგია, კარგიიი...

დღეს დილით ძლივს გავიღვიძე, სამსახურში ერთი საათით დავიგვიანე და არც სინდისს შევუწუხებივარ; ვიფიქრე, 14 იანვარს მუშაობა საქართველოში რაღა უბედურებაათქო და რახან ამ ობიექტურ რეალობას (რომ დროზე ვერ გავიღვიძე) ვერ შევცლიდი, არ ვიდარდე.

კვირა დაიწყო ცუდად, გუშინ კი ძალიან, ძალიან ცუდად დაიწყო დღე. მერე ვიფიქრეთ, რომ აუცილებელი იყო ამისთვის ბოლო მოგვეღო და ეს ნეგატივი მართლა გაგვეყოლებინა გასული წლისთვის.

დღის გაგრძელება იყო სასიამოვნო. მერე კი, მხიარული დასასრული... რა თქმა უნდა, ძველით ახალ წელსაც ტრადიციულად სუფრასთან შევხვდით და ბევრი ვიცინეთ. მე ხომ ისევ მჯერა, რომ ახალი წელი პატარა სასწაულს მაინც მოიტანს და მგონია, რომ დღევანდელი დღე ამის დასტურია...

არა, განა მართლა სასწაული ხდება. უბრალოდ, დილიდან მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობთ (რა კარგია, ინტერნეტი რომ არსებობს:):):)) და დილიდან გაღიმებულები, გაცინებულები და ზოგჯერ, ბოდიში მომითხოვია, ჩაბჟირებულებიც ვართ.

კიდევ ერთხელ მივხვდი, რა კარგია, რომ ისინი არსებობენ!!!
რა მაგარია, როცა ასეთ ხასიათზე ვართ!!!
რა ფანტასტიურია, რომ გაზაფხული მალე მოვა (უფრო სწორედ, მე რომ უკვე ასე ვუყურებ ამ საკითხს)!!!
და საერთოდ, რა მაგარია, რომ ხვალ 15-ია (ნუ, ამას ჩემები მიხვდებიან).

ახლა უნდა გავიქცე სწორედ იმიტომ, რომ ხვალ 15-ია. A4-ზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ მეჩქარება. ნუ, ხვალ-ზეგ დავწერ:).

წავედი...

2 comments:

tammo said...

კარგია კარგიიიიიი:))))

დილიდან გაღიმებულები, გაცინებულები და ზოგჯერ, ბოდიში მომითხოვია, ჩაბჟირებულებიც ვართ.

ამათ გარდა, ჩვენი დამკვიდრებული ტერმინი (გახეული პირი(ახალი სიცილოსის სახელია)) არ გამოგრჩეს:)))))

vasasi said...

მოვა გაზაფხული, აბა სად წავა>?! :)

ველოდები მთელი გულით.. :)

და მჯერა, რომ ყვეალფერი კარგად იქნება.. ;უსერ: