Friday, January 8, 2010

Just Smile!!!

ლამის მთელი კვირაა, გაციების და სახლში უუუამრავი სტუმრის გამო, ინტერნეტში ბოდიალისთვის ვერ მოვიცალე. ახლა შანსი მომეცა და პირველი რაც გავაკეთე, ჩემი უუუსაყვარლესი სიმღერა მოვძებნე, არა ქოულის, არამედ როდ სტიუარტის შესრულებით და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ გაღიმება ყველაზე უკეთესი საშუალებაა პრობლემები არ შეიმჩნიო. 

სიმღერას ძალიან მარტივად - Smile - ქვია და ვინც არ უნდა ასრულებდეს მას, ყოველთვის ძალიან სასიამოვნო მოსასმენია:).

და მეც, შევეცადე დამევიწყებინა ის, რომ ერთი კვირაა სახლიდან არ გავსულვარ, ვერ ვსუნთქავ და საერთოდაც, ამოვვარდი რიტმიდან და უბრალოდ გამეღიმა...

ამართლებს!!!

სამსახურიდან მეგობრებმა დამირეკეს და სასტიკად გამაფრთხილეს, სახინკლაოდ მივდივართ და შენგან უარს არ მივიღებთო. არც მიფიქრია უარი მეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ხინკალი საერთოდაც არ მინდა. და მართლაც, ხინკალი ხომ არაა მთავარი?! მთავარი ის არის, რომ გასული წლიდან არ გვინახავს ერთმანეთი და იმდენი რამ დაგვიგროვდა უკვე სალაპარაკო:).

ხვალ კი ჩემი საყვარელი მეგობრის დაბადების დღეა და იქ უუუსაყვარლეს ადამიანებს ვნახავ, გავუზიარებთ მთელი ახალი წლის შთაბეჭდილებებს... კარგია!!!

პრინციპში, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. და კიდევ...

Smile, smile, smile....:):):)

2 comments:

tammo said...

აბა რააა, კულტურისთვის მაინც გაღიმებას რა სჯობს:))))

კესო said...

არაა, აქ კულტურისთვის ღიმილი მართლა არ მიგულისხმია:)
ისე, ახლაც ამ სიმღერას ვუსმენ:D:D:D