Monday, March 15, 2010

იდიოტო თუ ....ოკრატია?!...

შაბათ საღამოს ემოციებისგან ჯერაც ვერ გამოვდივარ. დილით სამსახურში მთელი დასტა დამხვდა გაზეთების; მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ომის იმიტაცია...

უკვე თვლა აღარ მინდა, რამდენი ომის მომსწრე გახდა ჩემი თაობა და როგორ დაიღალა ამ ყველაფრით.

მრავალი ემოცია აირია ერთმანეთში, მაგრამ ყველაზე მეტად, მაინც სიბრაზე მახსოვს. მახსოვს, როგორ გავბრაზდი და როგორ მეტკინა გული, როცა მოვისმინე, რომ ეს სიმართლე არ იყო. შვებით კი არ ამოვისუნთქე და გამიხარდა, რომ ეს არ იყო რეალობა, გავბრაზდი, მეტკინა და შემრცხვა...

მთელი დღე სტუდენტებისთვის მას-მედიის, კერძოდ კი, ტელევიზიის როლზე, მასზე როგორც სოციალიზაციის აგენტზე ლექციას ვამზადებდი. კიდევ ერთხელ, ბევრი სტატია გადავიკითხე, მოკლე სიუჟეტები ვნახე იმაზე, არის თუ არა ტელევიზიით პრეზენტირებული აგრესია საშიში ბავშვებისთვის და ახდენს თუ არა ის ნეგატიურ გავლენას სოციალიზაციის პროცესზე...

როგორც წესი, კვლევების შედეგები ცალსახა არაა, მაგრამ მაინც უფრო ხშირად იმ კვლევის შედეგებს შეხვდებით, რომლებიც ამტკიცებს, რომ ტელევიზია და იქ გასული აგრესია ნეგატიურ როლს თამაშობს.

მთელი დღე ვცდილობდი სტატიები ისე შემერჩია, რომ ორივე პოზიცია თანაბრად ყოფილიყო წარმოდგენილი. ”იმედის” სიუჟეტის გასვლის შემდეგ კი ძალიან გამიჭირდა მომეძებნა არგუმენტები, რომლებიც გააქარწყლებდა წარმოდგენას ტელევიზიის ნეგატიურ ზეგავლენაზე.

რა თქმა უნდა, სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს ტექნოლოგიური მიღწევა ბოროტებაა, მაგრამ ორი დღეა ყველაზე ხშირად მახსენდება ფრაზა - მოწევა (ტელევიზორის ყურება) კლავს!!!


აი, ასე!!!....







1 comment:

vasasi said...

ის რაც გააკეთეს შეიძლება გასაკეთებელი იყო (თუნდაც იმისთვის, რომ ხალხს გაეხსენებინა 2008 წელი), თუმცა ფორმა საშინელი იყო.

ელემენტარულად, გაეშვათ ქვემოთ მორბენალი სტრიქონი..