Tuesday, April 13, 2010

წავიდა...



თვალები - ძალიან სევდიანი...


ხმა - ჩახლეჩილი და ხავერდოვანი...


თამაშის მანერა - ძალიან თავისებური...


ლექსები - ძალიან ახლო და უკვე ძალიან საყვარელი...


მახსოვს, პირველად თავისუფალ თეატრში მისი მონაწილეობით სპექტაკლი რო ვნახე, მისი თვალებით მონუსხული გამოვედი და დღემდე ასეა. აი ისეთია, ეშმაკუნები კი აქვს თვალებში, მაგრამ მაინც საოცრად სევდიანია...

მიყვარს, როცა ის თავად კითხულობს ლექსს და მე მეჩვენება, რომ მე მიკითხავს და ალბათ ასეა ყველა...

ის ჩემი პოეტიცაა...

მე არ მჯერა, რომ ”წავედი... ალბათ მომბეზრდა ბრძოლა...” ან იქნებ, მობეზრდა...

სამაგიეროდ მჯერა - ”მოიწყინა ქვეყანამ, უკვე კარგა ხანია”...

და რა სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში ასეთი ნიჭიერის წასვლა ამ ქალაქშიც მოსულა...

3 comments:

tammo said...

ნუ ამატირე ეხლა, მთელი დღეა ისედაც ძლივს ვიკავებ თავს.....


ღმერთმა აცხოვნოს.....

კესო said...

ერთი მხრივ ხო ტრაგედიაა, რომ ასეთი ახალგაზრდა წახვალ, მაგრამ როგორი ბედნიერებაა, რომ ამ ასაკში იმდენს მოასწრებ, რამდენსაც უუუუუუუუუამრავი ადამიანი ათ სიცოცხლეს ვერ...
საყვარელი...

clown said...

:(